logo_geo
ხატია სიჭინავას ვაჟი შეეძინა: ზოგჯერ “გოგოთი” მივმართავ
- +

8 მაისი. 2020. 12:50

 

 

ტელეწამყვან ხატია სიჭინავას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მიქაელ-გიორგი დაარქვეს. აღნიშნულზე სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

“ყველას დიდი მადლობა ჩემგან და მიქაელისგან. მიყვარხართ ამდენი დადებითი ემოციისთვის და მინდა, გისურვოთ ბევრი ბედნიერი წუთები. ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ, კარანტინის გამო და ეს ისეთი სასაცილოა. ონლაინ კონტაქტი შვილთან სამშობიაროში. მიქაელი, როცა ვლაპარაკობ, დიდი ინტერესით მიყურებს. მგონი, ხმაზე მცნობს. ძალიან თეთრია და, ნუ, რა თქმა უნდა, ყვავი და ბახალას პოზიციიდან –  უსიმპათიურესი. ზოგჯერ “გოგოთი” მივმართავ, რადგან ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ბიჭის დედობას. ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ. აქვე უღრმესი მადლობა ბატონ ამირანს, ბატონ ზურასა და   “ჯანმრთელობის სახლის” მთელს მედპერსონალს ათი წელი ჩემი ატანისათვის  და უბედნიერესი წუთების ჩუქებისათვის,“- წერს ხატია სიჭინავა

 

 

big_banner
არქივი