logo_geo
„მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა - ვინც 100 კაცს დაასაქმებს, იმას მეჯვარედ დავუდგებიო...“
- +

9 მაისი. 2020. 01:18

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიხეილ სააკაშვილის სახასიათო და ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს:

 

 

გახსოვთ, სააკაშვილი პატრიარქს კონკურენტად რომ მიიჩნევდა და ეტოქებოდა?

 

როცა პატრიარქმა ბრძანა - ოჯახში მესამე შვილს ვინც გააჩენს, მე მოვუნათლავო, ერთ კვირაში სააკაშვილმა გამოაცხადა - ვინც 100 კაცს დაასაქმებს, იმას მეჯვარედ დავუდგებიო.

 

მას შემდეგ საქართველოში შობადობამ კი იმატა, მაგრამ დასაქმების ამბავი შავად წავიდა.

 

ასეთიც იყო:

 

პატრიარქი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის ხელისუფლება სოფელ პერევიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანაზე დაითანხმა, სააკაშვილი კი აყვირდა - პატრიარქი მოსკოვში ჩემი დავალებით წავიდა და რუსეთის ხელისუფლებას ჯარის გაყვანაზე ჩემი მოთხოვნა გააცნოო.

 

სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ რუსეთმა პერევიდან გაყვანილი საოკუპაციო ჯარი უკან დააბრუნა.

 

 

big_banner
არქივი