logo_geo
გია გაბრიჭიძე: ეს ისეთივე აქსიომაა როგორც ის, რომ 2×2=4... ვინ იყო სტალინი, ეს სხვა თემაა!
- +

9 მაისი. 2020. 21:48

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

აბსოლუტურად არ მაინტერესებს დამახინჯებული ლიბერალიზმის კლასტერის "მოსაზრებები" მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში.

 

არ მაინტერესებს, იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ფაშიზმი მსოფლიომ უდიდესი მსხვერპლის ფასად დაამარცხა და იმ გამარჯვებაში რომელსაც დღეს ვზეიმობთ უდიდესი წვლილი საბჭოთა კავშირს და კონკრეტულად საქართველოს ეკუთვნის.

 

ეს ისეთივე აქსიომაა როგორც ის, რომ 2×2=4.

 

რა იყო საბჭოთა კავშირი, ან ვინ იყო სტალინი, ეს სხვა თემაა და დღეს მასზე კამათი, ან განხილვა უსაგნო და აბსურდია.

 

ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა ვეტერანს, მათს შთამომავლებს, საქართველოს და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს მთელს დედამიწაზე.“

 

big_banner
არქივი