logo_geo
ხათუნა ლაგაზიძე: რა დროს კორონაა, პური არ ჭამოთ ხალხო! ამერიკული ხორბლის ჭამას შიმშილი სჯობია
- +

12 მაისი. 2020. 00:25

 

ხათუნა ლაგაზიძე ბოლო დროს ატეხილ აურზაურს 5G გადამცემებთან და ჩიპიზაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში იუმორისტულ სტატუსს უძღვნის.

 

 

რა დროს კორონაა: ამერიკულ ხორბალში ჩიპები ყოფილა ჩამონტაჟებული, პური არ ჭამოთ ხალხო, ამომრჩეველო! ამერიკული ხორბლის ჭამას შიმშილი სჯობია - დავუბრუნოთ უკან ამერიკელებს ჩიპიანი ხორბალი - ბილ გეიტსს და სოროსს უყიდიათ ეგ ხორბალი ჩვენთვის!

ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ: 5ანტენებს ჩინელები დგამენ, ჩიპებს ამერიკელები გვიდგამენ და შეკრულები არიან ერთმანეთთან და ერთად გვიმონებენ თუ დაგვინაწილებენ - ერთს ანტენა, მეორეს - ჩიპი?! ჩვენ რა ვქანთ, ჩვენ - ეს ანტენიანი ხალხი რომ წავა და არჩევანს გააკეთებს და მერე ამათი არჩეული რომ უნდა გვეჯდეს თავზე კიდევ ვინ მოთვლის რადენი წელი“- წერს ლაგაზიძე.

 

 

big_banner
არქივი