logo_geo
გიორგი ფოფხაძე: აშშ-ში ყველაზე ახალგაზრდა მასონი არის 85 წლის
- +

13 მაისი. 2020. 21:25

 

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

არა მართლა ამოხვედით უკვე ყელში რააა, მასონები რო მსოფლიოს მართავენ იმაზე…. რაის მსოფლიოს მართავენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ახალგაზრდა მასონი არის 85 წლის და ახლაგაზრდობა არც პრაქტიკულად და არც თეორიულად, მასონობაში არ მიდის.

 

რაც შეეხება ილუმინატებს, ბავარიაში 1776 წელს დააარსა განმანათლებლური ხანის გერმანელმა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა. ორგანიზაცია ბავარიის მთავრობის ყურადღების ცენტრში — 1787 წელს მოექცა და აიკრძალა.„ ილუმინატების“ ორდენის წევრობა დანაშაულად გამოცხადდა და სიკვდილით დასჯა დაწესდა. ორდენი საბოლოოდ დაიშალა, თავად ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა. დღეს ილუმნატების ორდენი საერთოდ არსად აღარ მოქმედებს და მითები მის შესახებ აბსოლუტურ სიცრუეს წარმადგენს.

 

ნეტა ერთი ის მასონი მანახა მსოფლიოს რო მართავს და თუ ჩემი ხელით არ დავუდგა ძეგლი ბრიუსელში შუმანის მოედანზე მე ვიყო უსინდისო ადამიანი…. მასონები არა ფილთქვა კიდე .. ნუ სულელობთ რაცხას თუ ღმერთი გწამთ და ავრცელებთ ამ რუსების მოჩმახულ იდიოტობებს“ – წერს გიორგი ფოფხაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი