„მიუხედავად ამ უდიდესი ტკივილისა არასოდეს დაუკარგავს საკუთარ თავზე კონტროლი, არასოდეს შეუწუხებია საკუთარი დარდით ვინმე.... გასულ წელს როცა ფილმი "დახვრეტილი საქართველო" მოვამზადე მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე, თვალცრემლიანმა გაიხსენა ყველაფერი, დოკუმენტური სიზუსტით მოყვა იმ დანაშაულის ქრონიკას, რაც მაშინ ჩვენს ქვეყანას გადახდა! ბედნიერი ვარ რომ ეს გავაკეთეე, რადგან ჟანა რეხვიაშვილის მონათხრობი ის საბრალდებო დასკვნაა რომელსაც ხანგრძლივობის ვადა არასოდეს დაუდგება!
ბევრს სურდა რომ ამ ადამიანს თავისი უდიდესი ტკივილი უთქმელად სამარეში წაეღო... ფილმის ეთერში გასვლისა და დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურების შემდეგ თითქოს იმედი ჩაესახა, გაუღვიდა ნაპერწკალი იმისა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ და მისი 21 წლის ანგელოზივით შვილის მკვლელებს დასჯიდნენ.... თუმცა ამისათვის არც პროკურატურას ეცალა, არც პოლიტიკოსთა კოჰორტას და არც "ბედნიერ ერს" ... ქალბატონი ჟანასთვის გარდაცვალება და წასვლა იქ "სადაც მართალნი განისვენებენ" ალბათ შვებაცაა და ბედნიერებაც.... აი ჩვენ რა გვეშველებაა, ჩვენ- უსამართლო და ძირმომპალ საძირკველზე ვითომ ახალ და თან დემოკრატიულ ქვეყანას რომ ვაშენებთ.... შეხვედრამდე ქალბატონო ჟანა, შეხვედრამდე იმ იმედით რომ საიქიოში სააქაოდან ოდესღაც შენთვის სასიხარულო ამბავს მოგიტან, ამბავს რომ შენმა საქმემ გაიმარჯვა, შენი შვილის მკვლელები კი ისტორიამ და ქვეყანამ უკანონო ბარბაროსობად აღიარა.
ვისაც ჟანა რეხვიაშვილის ტრაგედიის ნახვა მოგინდებათ ამ ბმულზე შეგიძლიათ უყუროთ ფილმს "დახვრეტილი საქართველო".