logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ექიმმა შეწუხებულმა მითხრა, კვდებიო
- +

14 მაისი. 2020. 12:40

 

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი სიზმარის შესახებ წერს.

 

 

 

“დამესიზმრა, ვითომ ექიმმა შეწუხებულმა მითხრა, კვდებიო. სახეზე ეწერა, ოქრო ადამიანად მთვლიდა და ძალიან ვენანებოდი.

 

 

უკმაყოფილომ გავიღვიძე, – ხომ არის ეგეთი დღეები, რომ არ ხარ სიკვდილის ხასიათზე, ხოდა დავტრიალდი და რაც კი ვუდუისტური, შამანური ან ქრისტიანული რიტუალი ვიცოდი, ჩავატარე ყველა, წყალსაც მოვუყევი, ცეცხლსაც გამოვუხმე, მიწაც წავაყარე, ღმერთსაც ავძახე, ცოტაც მაცადე, უამრავი საინტერესო პროექტი მაქვს დაწყებული და დამასრულებინე-მეთქი.

 

 

მოკლედ, გავატანე სიზმარი ქარს და წყალს, დედლაინი გადავავადე და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვიღე ფსიქოანალიტიკოსთა განმარტებები და რა ამოვიკითხე? – სიყვარული გეწვევა, ამას ნიშნავსო.

 

 

ღმერთო-მეთქი, ავძახე კიდევ, დამიბრუნე სიზმარი, შენს სერვერზე მაინც იქნება დამახსოვრებული-მეთქი, მაგრამ ხმას აღარ მცემს.

 

 

თქვენ მაინც გაითვალისწინეთ, თუ გესიზმრებათ, რომ კვდებით, არ აფორიაქდეთ და არ იჩქაროთ ქოშების უკუღმა ყრა.” – წერს ფსიქოლოგი.

 

 

big_banner
არქივი