იტალიაში მცხოვრები ნათათო გიორგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დამტკიცდა SANATORIA და წესები ასეთია;
საბუთების შეტანა იწყება 1 ივნისიდან 15 ივლისამდე.
საბუთი არის 6 თვიანი და გრძელდება მხოლოდ სამსახურის კონტრაქტის საფუძველზე.
მათთვის,რომლებსაც აქვთ PROTEZIONE INTERNAZIONALE (ლტოლვილის საბუთი),ოფიციალური გადასახადია 160 €,ხოლო მათ,ვისაც არანაირი საბუთი არ გააჩნიათ,ოფიციალურად იხდიან 400€-ს.
ლტოლვილის საბუთის მქონე პირს,სანატორიის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა,თუ მას აღნიშნული საბუთი გაკეთებული აქვს 2019 წლის ოქტომბრამდე.
სამსახურის არმქონე პირს შეუძლია განაცხადის შეტანა,მაგრამ ვალდებულია 6 თვის განმავლობაში მისი მოთხოვნა გაამყაროს სამსახურის კონტრაქტით!
სულ 600 ათასი ემიგრანტია იტალიაში ოფიციალური მონაცემებით და მხოლოდ 500 ათასი დაკმაყოფილდება!
წარმატებებს გისურვებთ ყველა ემიგრანტს!” - წერს ნათათო გიორგოძე