logo_geo
იტალიაში მცხოვრები ნათათო გიორგაძე: ემიგრანტებისთვის დამტკიცდა sanatoria და წესები ასეთია...
- +

15 მაისი. 2020. 10:29

 

 

იტალიაში მცხოვრები ნათათო გიორგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

“დამტკიცდა SANATORIA და წესები ასეთია;

 

 

საბუთების შეტანა იწყება 1 ივნისიდან 15 ივლისამდე.

 

 

საბუთი არის 6 თვიანი და გრძელდება მხოლოდ სამსახურის კონტრაქტის საფუძველზე.

 

 

მათთვის,რომლებსაც აქვთ PROTEZIONE INTERNAZIONALE (ლტოლვილის საბუთი),ოფიციალური გადასახადია 160 €,ხოლო მათ,ვისაც არანაირი საბუთი არ გააჩნიათ,ოფიციალურად იხდიან 400€-ს.

 

 

ლტოლვილის საბუთის მქონე პირს,სანატორიის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა,თუ მას აღნიშნული საბუთი გაკეთებული აქვს 2019 წლის ოქტომბრამდე.

 

 

სამსახურის არმქონე პირს შეუძლია განაცხადის შეტანა,მაგრამ ვალდებულია 6 თვის განმავლობაში მისი მოთხოვნა გაამყაროს სამსახურის კონტრაქტით!

 

 

სულ 600 ათასი ემიგრანტია იტალიაში ოფიციალური მონაცემებით და მხოლოდ 500 ათასი დაკმაყოფილდება!

 

 

წარმატებებს გისურვებთ ყველა ემიგრანტს!” - წერს ნათათო გიორგოძე

 

 

 

 

big_banner
არქივი