logo_geo
მაია კახიძე: როგორ ავხსნა, გივი რა იყო ჩემთვის, როგორი მეგობრობა გვქონდა და რა განვიცადე მისი წასვლით?
- +

15 მაისი. 2020. 17:43

 

 

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე მსახიობ გივი ბერიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს ჩემი უფროსი მეგობრის დაბადების დღეა და მე ის ძალიან მენატრება...

 

ვერასოდეს იპოვი ადამიანი შენი განცდების გადმოსაცემად საჭირო სიტყვებს, მიახლოებითაც კი არ გამოდის. აბა, ც მამას მეგობარი, რომელიც ბავშვობიდან ჩემს ცხოვრებაშიც სულ იყო, მერე და მერე ჩემი მეგობარიც გახდა, საყვარელი რესპონდენტიც და მესაიდუმლეც. მამას გარდაცვალების მერე კი მამასავით თბილი და საყვარელი.

 

ძნელია ჩემთვის გივიზე წერა. ჟურნალ-გაზეთებში უამრავი დამიწერია, შემდეგ კი ჩემს ორ წიგნშიც დავბეჭდე მოგონება. სულ მახსოვს და სულ  მაფიქრებს მისგან ნასწავლი ადამიანობა, ქართველობა, სიყვარული, მიწა-წყალი, კინო, თეატრი და გული, რომელიც ამ ყველაფერს იტევს. სხვათა შორის, კერძებიც კი მასწავლა, მაგალითად, ციკნის ჩიხირთმა...

 

ეეჰ, შენ გაგიმარჯოს, ჩემო მეგობარო, მაგ ზეციურ საქართველოში. ის 15 მაისი რა ტკბილად მახსენდება, დიღომში, რესტორან „ფიროსმანში“ რომ ვიყავით ერთად.

 

სანამ ვარ, მახსოვხარ, ეს იცი და მიყვარხარ, ეს ხომ იცი და იცი... გილოცავ და ზეცამდე მადლობა  მეგობრობისთვის!“ - წერს მაია კახიძე.

 



 

 

 

big_banner
არქივი