logo_geo
„მყუდრო“: იესო ქრისტე, ნუ გამწირავ რა იქნება, ნუ დამაკლავ უცხო მიწაზე...
- +

15 მაისი. 2020. 19:40

 

 

 

მსახიობი გია ცინაძე, რომელმაც საქართველოში პოპულარობა „მყუდროს“ როლის შერულებით მოიპოვა, დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს.

 

როგორც ჩანს, კორონა ინფექციით დაინფიცირებას მსახიობი და მისი მეუღლეც უფრთხიან და შესაბამის წესებსაც იცავენ, თუმცა აი რა შეემთხვა მსახიობს:

 

 

„14 დღეში გავიგებ. მოკლედ რომ ვთქვა, დღეს უმაღლესად ლამაზი დღე გვქონდა, კაი ჰაერი, ტყე, ჩიტები, სეირნობა, თუ სადმე ხალხთან შევჩერდებოდით კოფე კაკაოზე, იქვე წესებსაც ძაან უმაღლესად ვიცავდით, სათვალე, პირის ლიფი.. ხუთიანზე, მერე კიდენა დაღლილზე ჭამის დროც რომ მოვიდა ჩემს ძველ ფრენდებს მივაკითხე პიცერიაში, კაი მონატრებული ხალხიც დისტანციურად ჩავკოცნე, საკმაოდ ძლიერი პიცაც ვჭამეთ და რაც დაგვრჩა ყუთითაც გამოვიყოლეთ, მეთქი საღამოს შევაცხელო იქნებოდეს იქნება გაასწოროს, უკვე სახლთან ახლოს და მთელი დღე წესებ მაგარ დაცული..

 

ვხედავთ ქუჩაში საძილე ტომრაში გახვეულ ახალგაზრდა ბიჭს, ვახ მოდი ეს პიცა მივცეთ გაეხარდება, განვაცხადეთ ორივემ და მანქნიდან გავძახე მეთქი პიცას გვიკადრებ იუზგართქო და ისეთი გახარებული წამოხტა და ბედნიერი რომ მეც ძაან ავჟიტირდი, გადავხტი გავექანე მისკენ, ატყდა ღმერთმა შეგარგოსები, იმან შენ გაიხარეები ძმაოები, არასოდეს დაგივიწყებები და დავიშალეთ, ავტომობილში რომ ჩავჯექი ვხედავ ჩემი პირის ლიფი სალონში დევს, ნანახმა ადგილზევე დამაკლა, იმ აზრსაც ვერ ჩავებღაუჭებოდი რომ იმ ბიჭს გარეგნულად ავადმყოფობის არაფერი ეტყობოდა, ყველაფერი დაავადება, თუ დასიებული სახე, თუ დალურჯებული თვალები, თუ ცხვირი შემხმარი, აი ყველაფერის ბუკეტი ჰქონდა ჯიგარს წარმოდგენილი.

 

 ახლა ვზივართ მე და ჩემი დედაკაცი და ვიხსენებთ რა მანძილზე მომიახლოვდა, ვზომავთ, ვჭრით, ვკერავთ, ქარი საიდან უბერავდა ახლა მაგაზე ვართ შეჩერებულები. ისე ბუნდოვნად კი მახსოვს რომ საკმაოდ დორბლი უნდა ეყარა წესით.. ხოდა იოსე ქრისტე, ნუ გამწირავ რა იქნება, ნუ დამაკლავ უცხო მიწაზე, არ მიყვარს მკვტარი ფრენა.“

 

 

big_banner
არქივი