logo_geo
ოთარ სტეფანიშვილი : ლევან მამალაძეს მიეცით საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში
- +

16 მაისი. 2020. 11:41

 

 

„მარშალპრესის“ დამფუძნებელი ოთარ სტეფანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მისი ნათესავის, ლევან მამალაძის საქმის გადახედვას სთხოვს.

 

 

სტეფანიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულები არიან, ლევან მამალაძის მდგომარეობა უსამართლობაა.

 

 

„სალომე ზურაბიშვილს  -  თქვენო მოწყალებავ, მილიონების ქურდი უგულავა და არაკაცი ოქრუაშვილი შეიწყალეთ და უმადურად კიდევ აქეთ გლანძღავენ, ბიძაჩემი ლევან მამალაძე შეიწყალეთ გთხოვთ. მაგ ნაძირლების გამო ვერ ჩამოდის სამშობლოში, დედა არ უნახავს წლებია და ოჯახით მოწყვიტეს საქართველოს. მართალია ეს კაცი, გადახედეთ მის საქმეს, წერილებზე და თხოვნაზე მოახდინეთ რეაგირება. სამართლიანი სასამართლოს უფლება მაინც მიეცით.

 

 

მაგ ეშმაკის მოციქულებმა მასხარად აგიგდეს, როგორც კი ციხიდან გამოყვეს თავი და იქნებ ლევან მამალაძეს მისცეთ საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში. ნაცისტების დევნის გამო რატომ უნდა იყოს უსამართლო, სააკაშვილისეული პოლიტიკური დევნის ქვეშ?“- წერს ოთარ სტეფანიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი