დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას თავის ამჟამინდელ ემოციებს უზიარებს. როგორც მარტო მცხოვრები მწერალი წერს, ყოველდღიურად სვამს ფრანგულ ღვინოს და გარდაცვლილი ცოლ-შვილის ფოტოს გასძახის.
“ბოლო ხანებში ფრანგულ ღვინოს ვყიდულობ, თეთრს და წითელს. სადილზე ორ დიდ ჭიქას ვსვამ. რაღაც ფრანგულად მამხიარულებს. თავი დეკარტი მგონია. ვუყვირი კედელზე ირაკლის და ნანას სურათებს: „ეი, ქიმერებო, სად ხართ ახლა?! შენ, გიჟო ქიმერავ! (ირაკლის) და შენ, ჩემო საყვარელო ქიმერავ! (ნანას) სად ხართ? ხართ?” – წერს ჩარკვიანი “ფეისბუქზე”.