logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: საშიში არის არა სიყვარულის ფორმები, არამედ უსიყვარულობა და ყინვა სულში
- +

17 მაისი. 2020. 22:21

 

 

 

“არც ისე ცუდია, რომ 17 მაისი ყველანაირი სიყვარულის დღედ ქცევის პოტენციალს ატარებს, ფორმალურის, არაფორმალურის, ტრადიციულის, არატრადიციულის. საბოლოოდ ადამიანები ერთმანეთთან ნორმალურ თანაცხოვრებას დაეჩვევიან“,- ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

მისივე თქმით, საშიში არის არა სიყვარულის ფორმები, არამედ უსიყვარულობა და ყინვა სულში.

 

 

“ოღონდ სულ შეყვარებულობის სურვილი და სტატუსი ჰქონდეს ადამიანს და ვისაც როგორ შეუძლია რომ განიცადოს, ისე დავაცადოთ ამ ერთადერთი გრძნობის განცდა, რომელიც საერთოდ დაბადებას და არსებობას ამართლებს. საშიში არის არა სიყვარულის ფორმები, არამედ უსიყვარულობა და ყინვა სულში. და სასაცილოა, როცა ვინმეს ვებრძვით, – “გიყვარდეს ისე, როგორც მე მიყვარს”, “შენნაირი არ იყო, ჩემნაირი იყავი”.

 

 

მოდი რა, ვიყოთ და გვიყვარდეს.                         

 

 

არც ისე ცუდია, რომ 17 მაისი ყველანაირი სიყვარულის დღედ ქცევის პოტენციალს ატარებს, ფორმალურის, არაფორმალურის, ტრადიციულის, არატრადიციულის. საბოლოოდ ადამიანები ერთმანეთთან ნორმალურ თანაცხოვრებას დაეჩვევიან“,- წერს ფანჯიკიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი