logo_geo
მაია კახიძე: რა არ წამიკითხავს გალაზე, რას არ მიაწერდნენ...
- +

18 მაისი. 2020. 11:03

 

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე ფეისბუქ-გვერდზე „მე თბილისი მჭირს, რაც დავიბადე“ გალაკტიონის შესახებ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:

 

„ვის სჯერა, ვის - არა... მე არასოდეს მჯეროდა არც მისი ლოთობის და არც - სიგიჟის. პირიქით, მჯერა, რომ უკიდეგანო სიღრმეების გონება ჰქონდა.

 

არადა, გალაკტიონს უყვარდა, გიჟი რომ ეგონათ. გიჟდებოდა ამ სიგიჟეზე. დედამისის ამბები. გატუნიობის დრო. და მერე უკვე დიდი გატუნია რომ ჩავიდა და მზის სხივებს რომ კოცნიდა. გიჟდებოდა ასეთ სიგიჟეზე. და მერე ამ ამბების მოყოლაზე. და იმაზე ხომ საერთოდ, ლოთი რომ ეგონათ...

 

მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მინდა. შეხედეთ ერთი გალაკტიონის ამ ფოტოებს, როგორი კოპწია იყო, როგორი ჩაცმული იმ ეპოქაში. უამრავჯერ გასჭირვებია, მშიერიც ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს, ახალგაზრდობიდან იყო მოწესრიგებული და დახვეწილი: იმ დროისთვის მშვენიერი მოკლე პალტო აცვია, თეთრი ტილოს შარვალი და ზედა, მერე და მერე, ასაკთან ერთად მორგებული პიჯაკი და ჰალსტუხი... შეხედეთ, ახალგაზრდობაში რა მოდურ ვარცხნილობას ატარებდა გენიოსი?

 

აბა, ლოთი და გიჟი ასე ივლიდა?! მარტოსული კი, ალბათ, იყო...

ის გიჟი კი არა, გულის კაცი იყო, ისეთი გულის, ლეგენდად რომ დარჩა.

ყოველგვარი თარიღის გარეშე გამახსენდა გალაკტიონი და თქვენც გაგახსენეთ:

 

გულო, რა გემართება?

 

შემოდგომის ყვავილებს

დიდებასთან მივიტან,

ერთი შორი ოცნება

მახსოვს ძველ მოტივიდან.

ვარდები არ არიან,

მაგრამ რა მევარდება?

სულო, რა გემართება?

გულო, რა მოგივიდა?“

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი