logo_geo
აკა სინჯიკაშვილი: მნიშვნელოვანი დღეა!
- +

19 მარტი. 2017. 21:25



სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და შემდეგი სახის პოსტს წერს:

 

„მართლა მნიშვნელოვანი დღეა! ზუსტად ერთი წლის წინ, მე და ლევანმა ხუთწლიანი წანწალის შემდეგ, პირველად გადავწყვიტეთ ხალხისთვის ჩვენი საქმის გაცნობა და რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ჩართვა. დამტკიცება იმისი რომ სიკეთე მართლა გადამდებია, შეხსენება ადამიანებისთვის რომ სხვა ადამიანებიც არსებობენ რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა გაღებული პურის ნატეხი. ზუსტად ამ დღეს დავიწყეთ ტაქსაობა და ამ ერთ წელიწადში იმდენი რამე შევძელით, ეხლაც არ გვჯერა რომ ვიხსენებთ. ლევანს ანუ ჯექსონას თქვენ კარგად არ იცნობთ, არ უყვარს არსად გამოჩენა და იცოდეთ რომ ჩემთვის ნათქვამი ყველა კეთილი სურვილებიდან, დალოცვიდან, ლანძღვიდან და მხარდაჭერიდან, ნახევარი ამისია. ასიათასი მადლობა თქვენ ყველას, ვინც ასე გვერდით გვყავხართ და მართლა თქვენი სული უდგას ყველა საქმეს რომელიც გავაკეთეთ, ვაკეთებთ და გავაკეთებთ. გკოცნით და გვიყვარხართ!", - წერს სინჯიკაშვილი. 


 

big_banner
არქივი