logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ასაკის შემდეგ სიმსუქნე მეორე რისკ-ფაქტორია კორონავირუსის დროს
- +

20 მაისი. 2020. 14:33

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სიმსუქნე იყოს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა, რამაც ეს მოსაზრება დაადასტურა.

 

 

„ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდიან პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, რომ სიმსუქნე არის მეორე რისკ-ფაქტორი, ასაკის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის პირობებში.

 

 

ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდ ინფექციის დროს. სიმსუქნე, ზოგადად, ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, რომელიც თავის მხრივ რისკ-ფაქტორია“,– აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

მისივე განმარტებით, ამერიკაში ბევრი 60 წელს ქვემოთ ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი კი სწორედ სიმსუქნე იყო.

 

 

big_banner
არქივი