logo_geo
მანჩო გიორგობიანი: გახარია, შენი იმედიღა მრჩება! მეგრელი კაცი ხარ, სხარტად აზროვნებ!
- +

21 მაისი. 2020. 23:10

 

 

მანჩო გიორგობიანი საქართველოს პრემიერ- მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდევს, სახმარების გასაცემად წარდგენილი პირობები სახელმწიფომ გაამარტივოს.

 

 

საქართველოს მთავრობა, პრემიერი გახარია, შენი იმედიღა მრჩება, მეგრელი კაცი ხარ ,

სხარტად აზროვნებ!

სხვათა შორის, მეც ერთი ბებია მყავდა მეგრელი

 

საქმეს გეუბნები, გამომხედე...

 

ფაქტია, გვყავდა ბევრი აღურიცხავი "დასაქმებული" და "თვითდასაქმებული", ზოგი რატომ და ზოგი რატომ, მაგრამ ფაქტია, ერთ დიიდ ნაწილს ხელზე უხდიდნენ ისედაც მიზერულ ხელფასს და რომ არ დაბეგრილიყო, ამიტომ არსად აჩვენებდნენ - ბუღალტერიაში! - ასეა 100 000-ობით ადამიანი!..

 

გამოსავალი ერთადერთია! სასწრაფოდ უნდა გამოაცხადო საყოველთაო ამნისტია , რომ არავინ დაისაჯოს ამ პატარ-პატარა ტყუილების გამო (ეს კარგი ცხოვრებისგან არ მომხდარა!) !

ყველამ უნდა გასცეს ცნობა დასაქმებულებზე , ყოველგვარი შიშის გარეშე!..

სახელმწიფომ გადმოდგას პირველი ნაბიჯი და გვაპატიოს, კი ნუ გვიბრაზდება მაჭავარიანი "გამოძიებას ხომ ვერჩავატარებო?!".. თუ საჭიროა, უნდა ჩაატარო კიდეც, პირველი , შენ ინტერესში უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტს დაეხმარო ლეგალურად!..

 

სამაგიეროდ, გავიგებთ რეალურად რამდენი დასაქმებული ადამიანი ყოფილა, ასევე რეალურად დაეხმარებით მშრომელ ადამიანებს და არა მიზერულ რაოდენობას, რასაც ვერანაირად ჩაგითვლით "ხალხის დახმარებაში!" , ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, ამ არჩევნების წინ, თან !.. იქნებ , ჩრდილოვანი ეკონომიკიდანაც ნაზად და ნარნარად გამოვიდეთ, სულ არაფერს , ნახევარი მაინც რომ აღირიცხოს, უკვე საქმეა...

 

ასევე, კიდევ გეუბნებით , ადამიანები რომლებიც გზავნილებს იღებდნენ და შეუწყდათ, ასეთ ადამიანებსაც უნდა დაეხმაროთ.. რადგაბ ეს თანხები ბანკებზე ხომ გამოდიოდა, იქ ხომ რჩებოდა მილიარდნახევრის (მგონი ამდენი გზავნილი იყო ხოლმე) პროცენტები? ბანკი ხომ მოგებული რჩებოდა? ბანკი კი, მოგების გადასახადს სახელწიფოს ხომ უხდის? ე.ი. გამოდის, ამ ხალხს , ვისაც გზავნილები მოსდიოდა , თავისი წვლილი ხომ შეჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტში? ჰოდა ეკუთვნით რაღაც კომპენსაცია მათაც!.. (თუ ვყაჩაღობ, მითხარით ვინმემ)

 

big_banner
არქივი