logo_geo
რუსუდან შარაძე: სულ ასეა, 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველ 20 მაისს ვკვდები და თავიდან ვცოცხლდები
- +

22 მაისი. 2020. 00:15

 

 

 

20 მაისს ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს. ამის შესახებ მისი შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„13 წლის წინ, გარდავიცვალე და ვიღაც ახალმა გავიღვიძე, ახალი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით. საბოლოოდ, როგორ გავართმევ თავს, მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროზე მეტია, რომ ამდენი დრო გავიდა, ამდენი რამ მოხდა და ჯერ კიდევ, ყველაფერი წინაა. ალბათ, როგორ დაგღალეთ, მაგრამ რა გავაკეთო, არ ვიცი...

 

დღეს, მელიქიშვილზე, მკვლელობის ადგილზე მაინც მივიდნენ ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უცნობები. მე არ მითხოვია, ღმერთი-რჯული... ის კი არა, გოგლამ რომ დამირეკა, ძლივს ამოვთქვი, რომ რამდენიმე ქალი აპირებდა წასვლას. არ ვიცოდი, სხვებიც თუ მიდიოდნენ.

 

ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო!  სიტყვები არ მყოფნის მადლობის გამოსათქმელად...

 

დღეს აფეთქდა აქაურობა და ჩემი ტელეფონი. ყველას გმადლობთ! ისე გამამხნევეთ, რომ თავიდან დავიბადე. სულ ასეა, 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველ 20 მაისს ვკვდები და თავიდან ვცოცხლდები, თქვენ მაცოცხლებთ, მიყვარხართ! იხარეთ და იდღეგრძელეთ!“- წერს რუსუდან შარაძე.

 

big_banner
არქივი