logo_geo
ილია ჩაჩიბაია: ჯერჯერობით სააკაშვილის რეჟიმს ესეც შერჩა...
- +

26 მაისი. 2020. 21:13

 

 

ჟურნალისტი ირაკლი ჩაჩიბაია 2011 წლის 26 მაისის სასტიკ დარბევას იხსენებს და აცხადებს, რომ სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, სისხლიანი დარბევა შერჩა.

 

რა ვქნა თუ 26 მაისი ჩემთვის უფრო მეტად იმ სისასტიკესთან და ტკივილთან ასოცირდება, რომელსაც 2011 წელს პირადად შევესწარი. არასდროს დამავიწყდება 26 მაისის სისხლიანი ღამე და დილა; ფიზიკურად თუ მორალურად განადგურებულები, ღამენათევები უშედეგოდ ვეძებდით ერთმანეთს...

 

ჯერჯერობით სააკაშვილის რეჟიმს ესეც შერჩა. როდესაც სამართლიანობა დამკვიდრდება, მშვიდად ვიზეიმებ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. მანამდე კი მაპატიეთ თუ საზეიმო განწყობას ტკივილი ჯაბნის.

 

 

big_banner
არქივი