logo_geo
ეკა ხერხეულიძე: ცრემლიანმა, ხელი გამოართვა ზვიადს და უთხრა-მხოლოდ შენ ხარ ღირსი უპატრონო ამ დროშასო..
- +

28 მაისი. 2020. 14:36

 

 

ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ალექსანდრე სულხანიშვილის შესახებ წერს:

 

 

“ალექსანდრე სულხანიშვილი უკანასკნელი შეფიცულთაგანი იყო,რომელსაც ფიცის აღსრულების თანახმად ,შეფიცულთა დროშა(რომელსაც ქაქუცას დროს ეძახდნენ) ემიგრაციიდან სამშობლოში უნდა დაებრუნებინა.

 

 

რაკი რუსულ ოკუპაციასთან მებრძოლი ადამიანების სანუკვარი ოცნება ოცნებად დარჩა და ბევრი მათგანი ამ ნატვრას ფიზიკურად შეეწირა,მათი ერთობის და ბრძოლის სიმბოლოდ  ნაომარი დროშა იქცა,რომელიც ალექსანდრე სულხანიშვილს დარჩა.ემიგრაციაში ყოფნისას წესი ჰქონდათ ასეთი-დევნილობაში გარდაცვლილი შეფიცული ნაბრძოლი დროშით უნდა გაეცილებინათ...

 

 

90 წელს გადაცილებილი 1990 წელს დაბრუნდა სამშობლოში.გულაჩუყებული ისე ქვითინებდა ძალიან ცოტა ხანს გაუძლო გულმა ...მხოლოდ ერთი ოცნებით გაქონდა დღეები-საკუთარ სახლში ,კახეთში -სოფელ აწყურში სურდა სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება.

 

 

მთავარი დარდი ბრძოლა გამოვლილი და საფრანგეთის ემიგრაციაში სამშობლოში დაბრუნების ნატვრით გაჯერებული დროშის მემკვიდრისთვის გადაცემა მიაჩნდა.

 

 

დიღომში ცხოვრობდა ,სახლში არავის უშვებდა..(არ მახსოვს ვისი სახლი იყო) ისურვა მხოლოდ ზვიადთან და მის ოჯახთან შეხვედრა.ცრემლიანმა ხელი გამოართვა ზვიადს და უთხრა-მხოლოდ შენ ხარ ღირსი უპატრონო ამ დროშასო..რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..

 

 

ზვიადმა დაკრძალა ,მისსავე საოცნებო კახეთის მშობლიურ სოფელში.

 

 

ის დიდებული დროშა კოლხურ კოშკში  ხატივით იყო დაბრძანებული.ხანძრის შემდეგ აღარ ვიცი რა ბედი ეწია.

 

 

ამ ფოტოზეც ხედავთ, უკანასკნელ გზაზე გაცილებისას, სწორედ ის დროშა აფენია  მკერდზე,” - წერს ეკა ხერხეულიძე

 

 

 

 

big_banner
არქივი