logo_geo
ბონფო მძინარაშვილი: კარგი კაცი იყო სიმონ მაჭავარიანი, სამართლის კაცი!
- +

28 მაისი. 2020. 14:43

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, მისი ახალგაზრდობის ერთ ეპიზოდს იხსნებს, რომელიც სიმონ მაჭავარიანს უკავშირდება და სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„30 წლის წინ, სამსახურიდან, გაზეთ "თბილისის" რედაქციიდან შინ დაბრუნებულს პროკურატურის უწყება დამხვდა. ოჯახში ვერ მიმხვდარიყვნენ და ნერვიულობდნენ, რატომ მიბარებდა ლენინის (ახლანდელი ნაძალადევის) რაიონის პროკურორი და, თუ რამე დავაშავე, მილიციის უბნის რწმუნებულმა რატომ არ მომაკითხა.

 

 

მაშინვე მივხვდი, რომ კომისარიატის მიმართვის საფუძველზე მიბარებდნენ, - დეზერტირობისთვის. აბა, რედაქციაში მაკეტის წითელის ნაცვლად ლურჯი ფანქრით დახაზვის გამო ხომ არ დაინტერესდებოდა ასეთი მრისხანე უწყება?!

 

 

9 აპრილის ტრაგედია უკვე მომხდარი იყო, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი კი ჯერაც არ გამოცემულიყო.

 

 

მე, როგორც ნოემბრის და აპრილის აქციების და შიმშილობის მონაწილე და ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა წევრი, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, სამოქალაქო აქტივისტი, საბჭოთა ჯარში როგორ წავიდოდი?!

 

 

თან მიზეზიც მქონდა, - უნივერსიტეტში ჩავირიცხე და კომისარიატის წითელვარსკვლავებიანი რკინის ჭიშკრისკენ მიმავალი გზა საერთოდ დავივიწყე.

 

 

მაგრამ კომისარიატს თავისი გეგმა ჰქონდა და ჩემი აქტივისტობის თუ სტუდენტობის შესახებაც არაფერი იცოდა.

 

 

ამიტომ, ერთხელ გამომიძახეს, არ მივედი, მეორედ გამომიძახეს, არ მივედი, მესამედ, მეოთხედ და... ბოლოს პროკურატურას მისწერეს, იმალება და დასაჯეთო.

 

 

მე ამ დროს, უკვე ვთქვი, გაზეთ "თბილისის" რედაქციაში ვმუშაობდი და ქვეყანა ჩემი მეგონა, - რა კომისარიატი და რა საბჭოთა ჯარი?!

 

 

პროკურატურის უწყებასაც მშვიდად დავხედე და მეორე დილით გადასასვლელ ხიდთან, ჩემთვის კარგად ნაცნობ შენობასთან ვიყავი. ამ შენობის მეორე სართულზე იყო ლენინის რაიონის პროკურატურა, პირველზე კი - ბიბლიოთეკა, სადაც თითქმის ყოველდღე მივდიოდი და იქაურ ბიბლიოთეკარებსაც კარგად ვიცნობდი.

 

 

აი, მეორე სართულზე კი არასოდეს ვყოფილვარ და ახლა მომიწევდა პროკურორთან შეხვედრა.

 

 

მისაღებში მდივანს "უწყება" ვაჩვენე და პროკურორთან შეხვედრა მოვითხოვე. ალბათ, რიგითი პროკურორიც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მაშინდელი ვითარება და ჩემი, 19 წლის ბიჭის თავდაჯერებულობაც გაითვალისწინეთ.

 

 

(ახლანდელი აქტივისტებივით თავხედი არ ვყოფილვარ, არც ზრდილობა მაკლდა და არც წესიერება, - ახლა ამათ რომ ვუყურებ, იმ ასაკშიც ძალიან ვუსწრებდით ჩვენი თაობა!)

 

 

მოკლედ, მდივანმა რაიონის პროკურორს ჩემი მისვლის შესახებ მოახსენა და მეც "უწყებით" ხელში თამამად შევაბიჯე კაბინეტში.

 

 

საწერ მაგიდასთან შუახნის სიმპათიური პროკურორი იჯდა, დაახლოებით მამაჩემის ასაკისა. სერიოზული სახით შემომხედა, სკამზე მიმითითა და მელნით კალმის დატენვა განაგრძო. უცბად კალამი გატყდა და მწვანე მელანი ხელებზე და მაგიდაზე გაშლილ ფურცლებზე გადაესხა.

 

 

მე უხმოდ ვუყურებდი და ვფიქრობდი, - ან როგორ უნდა მოეშორებინა ეს მელანი, ან რა ხასიათზე დადგებოდა ამ გამწვანების შემდეგ. მან კი მშვიდად გაიწმინდა ხელები, გამომხედა, გამიღიმა და მკითხა: "ახლა როგორ დავადო რეზოლუცია?"

 

 

საერთოდ არ მაინტერესებდა, რეზოლუციას როგორ და რას დაადებდა. "ამას რეზოლუცია არ სჭირდება", - ვუთხარი და ჩემი "უწყება" გავუწოდე.

 

 

მრისხანე პროკურორის სახით დახედა და ჩვენი საუბარი ასე წარიმართა:

 

 

- რატომ არ გამოცხადდი კომისარიატში?

 

 

- იმიტომ, რომ საბჭოთა ჯარში არ წავალ!

 

- რატომ?

 

 

- 9 აპრილის შემდეგ მე იმ ჯარში არ წავალ. (ჯერ კოზირს ჩამოვდივარ, ჯოკერი რომ მაქვს, არ ვამხელ).

 

 

- კანონს რომ არღვევ?

 

 

- არ ვარღვევ.

 

 

- აბა, კომისარიატმა რატომ მოგვწერა?

 

 

- იმიტომ, რომ ცნობა არ მიმიტანია.  

 

 

- რა ცნობა?

 

 

- უნივერსიტეტის.

 

 

- რატომ არ მიიტანე?

 

 

- ვმუშაობ და დილის 9 საათზე აუცილებლად სამსახურში უნდა ვიყო. სამსახურიდან უნივერსიტეტში მივდივარ, იქიდან კი, გვიან, სახლში. დილით, - ისევ სამსახურში, აუცილებლად 9 საათზე.

 

 

ვგრძნობ, რომ კეთილგანწყობილია, მოსწონს პატარა მუყაითთან (ანუ ჩემთან!

big_banner
არქივი