logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ვულოცავთ დიდებულ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას დაბადების დღეს!
- +

29 მაისი. 2020. 13:29

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი, სოციალურ ქსელში ბადრი ვადაჭკორიას დაბადების დღეს ულოცავს:

 

 

“ვულოცავთ!

 

 

დიდებული ფოტოხელოვანი!

 

 

დღეს, 29 მაისს, დაბადების დღეს აღნიშნავს ჩვენი მეგობარი, უაღრესად წესიერი ადამიანი, ერთგული, დიდბუნებოვანი, პროფესიონალი ფოტოხელოვანი,  დოკუმენტალისტ-პუბლიცისტი, დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია. ის 73 წლის გახდა, დაიბადა 1947 წლის 29 მაისს, ლანჩხუთში.

 

 

ბადრი ვადაჭკორია გახლავთ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2003), საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005). 2018 წელს, ბასრი ვადაჭკორია ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. იგი საქართველოს პატრიარქის ფოტო-მემატიანეა.  ბადრი ვადაჭკორიას მთავარი შთაგონების წყარო სიყვარულია, ქვეყნისა და ადამიანების სიყვარული. მას შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და დაინახოს სწორედ იმ რაკურსით, როგორითაც სხვები ვერ ხედავენ. მასში აერთიანებს გრძნობებსა და განცდებს, ცდილობს სილამაზე დაიჭიროს ყველაფერში, ბუნებაში, ადამიანში. 2018 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ბადრი ვადაჭკორიას მეოცე საუკუნე“, სადაც გამოფენილი იყო 65 სურათი, რომლებიც 1983-1993 წლებს ასახავდა. 100-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და მიიჩნევს, რომ თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი სილამაზე და განსხვავებულობა აქვს. აღმოსავლეთის კულტურა, იორდანია, სინას მთა, ვეტმფრენიდან გადაღებული ევერესტი, შვეიცარია, ბელგია - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ადგილებისა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მის ფოტობიექტივში. გამოცემული აქვს 14 საავტორო წიგნი და 25-მდე ფოტოკრებული. 2019 წელს, გაიმართა მისი ახალი ფოტოალბომის პრეზენტაცია სახელწოდებით „ეს ჩემი საქართველოა“. მისი პერსონალური გამოფენები მოწყობილია მსოფლიოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში... არის „ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციისა“ და „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის“ წევრი.

 

 

მივულოცოთ და ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ვუსურვოთ. დიდხანს გაეხარებინოს თაყვანისმცემლები ფოტოშედევრებით, საინტერესო წიგნებით და ალბომებით,“ – წერს ამირან ბუთურიშვილი

 

 

 

 

big_banner
არქივი