logo_geo
ქუჩის ძაღლების და პატრული გოგონას ამბავი - გაფაციცებით ელოდებიან, როდის გამოჩნდება პატრულის მანქანა...
- +

30 მაისი. 2020. 10:05

 

 

 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი მარი აბაკელია საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. აბაკელია ქუჩის ძაღლებზე ყვება, რომლებიც აღმაშენებლის ქუჩაზე ბინადრობენ.

 

 

ის ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძაღლებისთვის საკვები მიჰქონდათ. ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ძაღლებს კვებავს, ქალბატონი მარის შვილი ანი აბაკელიაა.

 

 

„გაფაციცებით ელოდებიან, როდის გამოჩნდება პატრულის მანქანა. ღამე შორიდან ხედავენ ციმციმას და ყველა ეკიპაჟს თვალს აყოლებენ. ზუსტად იციან ერთი აუცილებლად გააჩერებს, მოეფერება გულიანად და კარგადაც გამოკვებავს.

 

 

საგანგებოს დროს არცერთ მათგანს არ უშიმშილია. ყოველ მორიგეობაზე მათთვის საკვები ყოველთვის მიჰქონდა, თავისას ტოვებდა და მათთვის მიჰქონდა.

 

 

ეს ჩემი შვილია – ანი და ვამაყობ რომ ასეთი მზრუნველია და კეთილშობილი.

 

 

მთელს ოჯახს გვიყვარს ცხოველები და ვზრუნავთ, მაგრამ ანიმ ყველას გვაჯობა. ბედნიერებაა როცა შვილი სიყვარულით გაჯობებს“ – წერს პატრული გოგონას დედა.

 

 

 

big_banner
არქივი