logo_geo
რუსუდან შარაძე: უნიკალური სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტები გადაეცა საქართველოს პარლამენტს
- +

30 მაისი. 2020. 11:29

 

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„შვეიცარიაში, საქართველოს საელჩოში კულტურის ატაშედ მუშაობის დროს, გიორგი შარაძემ, 2000 წელს, ქ. ციურიხში, შვეიცარიელი ქართველოლოგი ქალბატონის, ლეა ფლურის კერძო კოლექციაში მიაგნო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.წ.) დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ატრიბუტიკის ამსახველ პირველხარისხოვან ისტორიულ რელიკვიებს, რომლებიც ქალბატონმა ლეა ფლურმა გიორგი შარაძეს გადასცა.

 

 

ესენია: 1. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული ეროვნული საბჭოს მიერ, 1918 წლის 26 მაისს ;

 

 

  1. საქართველოს დემოკრატიული რესბუბლიკის გერბი, 1918 წლის 27 დეკემბერი ;

 

 

  1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი, 1918 წლის 27 დეკემბერი ;

 

 

  1. 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ხელახლა მიღებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების მიერ ;

 

 

  1. 1921 წლის 21 თებერვლის საქართველოს პირველი კონსტიტუცია.

 

 

უნიკალური სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტები გადაეცა საქართველოს პარლამენტს, სადაც გურამ და გიორგი შარაძეების თაოსნობით მოეწყო მუდმივი ექსპოზიცია, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობიდან მალე, პარლამენტმა მოხსნა და არქივში ჩაკეტა,“ - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

გურამ შარაძის საზოგადოება-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი