logo_geo
ირმა ხახუტაიშვილი: მომცეს 140 ლიტრი საწვავის ვაუჩერი და 185 ლარის ქულები, არ გადამიხდია კომუნალური - ბოკუჩავას ვეკითხები, ეს ყველაფერი მირაჟია?
- +

31 მაისი. 2020. 20:50

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირმა ხახუტაიშვილი, წერს:

 

 

“დღეს ვიყავი ხაშურის გამგეობაში. რადგან, ამერიკაში ყოფნით, დავაგროვეთ თანხა და ვიყიდე 1 ჰა მიწა.

 

 

მომცეს 140 ლიტრა საწვავის ვაუჩერი – მივეცი მეზობელს რომელიც ძალიან მშრომელი ადამიანია. ჩემს მიწასაც დაამუშავებს და დანარჩენს თვითონ გამოიყენებს. 22 ივნისს მოდითო და მიიღებთ 185 ლარის კრედიტებსო (ანუ 185 ლარის ვაუჩერი, და ვიყიდი სოფლის მეურნეობის მაღზიებში რაც მინდა მაგ თანხით) - ამასაც გავაჩუქებ.

 

 

– ხვალ 2 საათიდან შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და, წარმოადგინოთ საბუთები (ელემენტარული) და ტექნიკას, სარწყავს…..  50% დაგიფინანსებთო, რასაც აირჩევო.

 

 

— რაც აქ ვარ (ეპიდემიის პერიოდი) შუქის, გაზს გადასახადი არ მომსვლია, გარშემო ყველა მეზობელს შევავსებინე 300 ლარზე კონპესაცია რომ აიღონ.

 

 

ის ათას ლარიან ხელფასიანი ბოკუჩავა, 1 თეთრით არ დახმარებიხართო რომ ამბობდა, ეს ყველაფერი მირაჟია რაც ზემოთ დავწერე თუ თავის თავს გულისხმობდა, არავის რომ არ დაეხმარა მისი პარტია ეპიდემიის დროს?” - წერს ირმა ხახუტაიშვილი

 

big_banner
არქივი