logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: თვითონ სასტიკად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს, ჩვენი ქვეყნის კრიმინალებს და მკვლელებს კი პოლიტმატიმრებს ეძახიან!
- +

1 ივნისი. 2020. 22:24

 

 

ინგა ბერიკაშვილი აშშ-ში განბითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, განვითარებულმა საპროტესტო აქციებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

 

ინგა ბერიკაშვილის თქმით,  ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, აშშ-ს და ევროპას უფრო მეტი სამუშაო აქვს, ვიდრე საქართველოს.

 

ვუყურებ ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს, მანამდე ევროპის ქვეყნებში ვადევნებდი თვალყურს დემონსტრანტების მიმართ პოლიციის დამოკიდებულებას და ზოგადად სახელმწიფოს დამოკიდებულებას საკუთარი მოსახლეობის მინართ და ძალიან დიდი სხვაობაა!

 

დიახ, ჩვენთან ჯერ პილიციას აგინეს, წაართვეს ფარები, ურტყეს, უთმინეს საათობით და როცა მათ გადაწყვიტეს შენობაში შეღწევა მერე დაიწყო მათი დაშლა!

 

ძალიან ცუდია, რომ დაშავდნენ ამ აქციაზე მაგრამ იმ გიგანტი ქვეყნებისგან ნამდვილად არ მივიღებ შენიშვნას უფლებების დარღვევის კუთხით! თვითონ სასტიკად წორდებიან და ტერორისტებს ეძახიან აქციის მონაწილეებს და ჩვენი ქვეყნის კრიმინალებს და მკვლელებს პოლიტმატიმრებს ეძახიან და აიძულებენ ქვეყანას, რომ ისინი შეიწყალონ!

 

ხოდა, ზუსტად იმას იმკის მსოფლიო რაც დათესეს მაგრამ ცუდი ისაა, რომ ამას მოსახლეობა ეწირება მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები რეგვენები უვნებლები რჩებიან, მათ უნდა დაეცეთ მეტერორი, როდაისვენოს მსოფლიომ!

 

ჯერ ხომ ვირუსი ჩაუშვეს, ხალხი რომ გაეჟუჟათ და ეხლა არეულობებს აწყობენ და ცხადია ამ ყველაფრის უკან ზუსტად ის ძალები დგას გინდა ლიბერალები დავუძახოთ გინდა მასონები ვინც ასევე ჩვენს ქვეყნის მოსახლეობას გაუმწარა სიცოცხლე!

იმედი მაქვს ტრამპი და მისი გუნდი მოერევა ამ ბოროტების ჯოგს და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს სამყარო!“- წერს ბერიკაშვილი.

 

 

big_banner
არქივი