logo_geo
თემო პირველაშვილი: თავისით გამოისახა ჯვარი და ზეთი წამოვიდა
- +

2 ივნისი. 2020. 17:30

 

 

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ 40 დღე გავიდა. მახალდიანის დედა აღდგომის დღეს საკუთარ სახლში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

 

 

მეორმოცე დღეს მახალდიანისა და მისი მეუღლის სახლში მომხდარი სასწაულის შესახებ სოციალურ ქსელში თემო პირველაშვილი წერს:

 

 

“არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია, რასაც ხედავთ.

 

ერთი წლის წინ ვაკურთხებინე სახლი. მეც ვესწრებოდი. მამაომ ეს სტიკერები, რომლებზეც ჯვარია გამოსახული, თავის ხელით მიაკრა ყველა ოთახში და შესასვლელ კარზეც, აპკურა ნაკურთხი წყალი და წაუსვა ზეთი.

 

მის მერე ერთი წელი გავიდა, ყველგან გაშრა წყალიც და ზეთიც.

 

სახლში დაბრუნების დროს, კარს რომ ვაღებ, სულ ვუყურებ ამ სტიკერს და ახლა, ამ წუთში სახლში მოვედი, აი, ამას შევესწარი.

 

მეთქი თიკამ წაუსვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერი  წაუსვამს და თავისით გამოისახა ჯვარიც და ეს ზეთი თავისით წამოვიდა. ხელით შევეხე ერთ წვეთს და ჩვეულებრივი, ახალი ზეთია.

 

დაილოცოს განგება, უფალო დაგვიფარე და შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილი!”, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე.

big_banner
არქივი