logo_geo
მაია კახიძე: გივიმ მომიკლა გული, შენ მაგრად უნდა იყო, ჩემო, ძაალიან ძვირფასო და საყვარელო ადამიანო!
- +

6 ივნისი. 2020. 13:52

 

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს და წერს:

 

 

 

„ჩემი, ჩვენი საყვარელი კახი იუბილარია.              

 

 

არა მხოლოდ, როგორც მაყურებელს, არა მხოლოდ, როგორც ჟურნალისტს, ამ ყველაფრის იქით თუ რამე სითბო და პატივისცემა არსებობს, ის მაკავშირებს სწორედ ამ შეუდარებელ ადამიანთან, განუმეორებელ მსახიობთან და პიროვნებასთან. უამრავი მოგონება და ამბავი მაქვს ბატონ კახი კავსაძეზე, ჟურნალ-გაზეთებში უამრავი დაიბეჭდა, რამდენიმემ კი ჩემს წიგნებშიც დაიდო ბინა.

 

 

დღეს, არც ისე სახარბიელოა მისი ჯანმრთელობა, მაგრამ მაგრობს, ცდილობს, უვლიან და უფლის და ექიმების მადლით უმკლავდება გულსაც და სხვა დიაგნოზებს.

 

 

ამიტომ, უწინარესად, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო, შემოგევლე, ბატონო კახი. ლამის მთელი ჩემი ცხოვრება მოვდივარ ისე, რომ შენ სულ ხარ, შენ და გივი, ჯვარი გწერია, მამას მეგობრები, მამასავით რომ დამრჩით. გივიმ მომიკლა გული, შენ მაგრად უნდა იყო, ჩემო, ძაალიან ძვირფასო და საყვარელო ადამიანო! გილოცავ და გლოცავ!

 

 

„ბარემ გაგიმხელ:“

 

 

ჩემი ბავშვობის სიყვარული ხომ შენ ხარ?!“ - წერს მაია კახიძე

 

 

 

 

 

big_banner
არქივი