logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: საქართველოში სადღესასწაულო სუფრის კულტურა 70-90-იან წლებში უკულტურობად იქცა
- +

7 ივნისი. 2020. 12:40

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ქართული სუფრის კულტურაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„საქართველოში სადღესასწაულო სუფრის კულტურა 70-იან, 80-იან და 90-იან წლებში უკულტურობად იქცა: გარდა სრულიად შაბლონური, უინტერესო, რუტინული და არაფრისმთქმელი სადღეგრძელოებისა, სუფრაზე აშკარად სმაში შეჯიბრი მიდიოდა ერთი მხრივ თამადასა და სხვა წევრებს, მეორე მხრივ, ორ ან მეტ ჯგუფს შორის. ერთ ადამიანს უწევდა 4-5 ლიტრი ღვინის მიღება, ასევე ხორაგის საკმაო ოდენობის მიღება, რაც ცხადია, ჯანმრთელობასთან სრულიად შეუთავსებელია. ასე დამთვრალ ადამიანებს შორის ჩხუბი და კონფლიქტიც ხშირი იყო. ეს შესაძლოა დასრულებულიყო სხეულებრივი დაზიანებებითაც.

 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ილიას და აკაკის უკავშირდება ასევე ქართული ტრადიციონალიზმის ფორმათა ერთგვარი ხელახალი გააზრებაც. სუფრის და ზეიმის ასეთ ბარბაროსულისკენ გადახრილ ფორმას აკაკი წერეთელი უპირისპირებს მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის დროინდელ ზომიერ სუფრის წესებს, როდესაც სუფრაზე მსხდომნი პირჯვარს გადაიწერდნენ, ჭიქას აწევდნენ, უფალს ადიდებდნენ, სუფრაზე აუცილებლად მოწვეულ მოძღვარს ოჯახს დაალოცვინებდნენ, პირველ ჭიქას ბოლომდე შესვამდნენ, მერე კი თითოეული მათგანი იმდენს დალევდა, რამდენიც შეეძლო. აკაკის თქმით, სასმელის დაძალების რიტუალი, უზომო სმა წინაპრებს შერცხვებოდათო“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

big_banner
არქივი