logo_geo
დავით ოქიტაშვილი: იქმნება "ხელოვანთა დარბაზი", სადაც ყველა შემოქმედს, ექნება საშუალება ისაუბროს საქართველოს კულტურის და ხელოვნების საკითხებზე
- +

7 ივნისი. 2020. 21:25

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„საქართველოს კულტურის პალატასთან იქმნება "ხელოვანთა დარბაზი", რომელიც იქნება საქართველოს კულტურის პალატის სათათბირო ორგანო.

 

 

"ხელოვანთა დარბაზი" გააერთიანებს საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენელს შეუზღუდავად.

 

 

ხელოვანთა დარბაზი განთავსდება საქართველოს კულტურის პალატის ოფისის მიმდებარე დარბაზში. მისამართი: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი 1. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლელის მარჯვნივ.

 

 

ყველა შემოქმედს, ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენელს ექნება საშუალება შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ და იმსჯელონ საქართველოს კულტურის და ხელოვნების საკითხებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე. წარუდგინონ წინადადებები და ახალი იდეები საქართველოს კულტურის პალატას, რომელიც თავის მხრივ იზრუნებს იშუამდგომლოს საქართველოს ხელისუფლებასა და კერძო კომპანიებთან წამოჭრილი საკითხების დადებითად გადაწყვეტის მიზნით,“ - წერს დავით ოქტაშვილი

 

 

big_banner
არქივი