logo_geo
გია ჯაჯანიძე: თუ მიხვდები შენს შეცდომებს, განიკურნები
- +

9 ივნისი. 2020. 01:08

 

 

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს:

 

 

ერთ-ერთი ტიპი ნევროზისა, დამანგრეველი, საშიში სენი, მაგრამ განკურნებადი.

 

მრავალწლიანი დაკვირვების და ექსპერიმენტების შედეგად შევისწავლე და გამოვიკვლიე ნევროზის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.

 

ფსიქოლოგიური ტრამვები, სტრესები, უარყოფითი ემოციები, შიშები - ცუდად გახდომის, ავადმყოფობის, მარტოობის, ახლობლების დაკარგვის, წყევლის, ჯადოს, სიკვდილის შიში.

 

კომპლექსები, შური, ჯიბრი, წარმატების ჟინი, ეჭვები, უნდობლობა, არაჯანსაღი თვითშეფასება, არაჯანსაღი ამბიციები, კოშმარული სიზმრები, მესაკუთრეობა და სხვა მრავალი უარყოფითი ფიქრები, იწვევს ნევროზს.

 

ნევროზის დროს მოშლილია სწორი ანალიზის უნარი, ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს, გონია, რომ მისი შურთ. იგონებს, თხზავს, ეჭვებშია და ნეგატიურ ფიქრებშია ჩაფლული.

 

ფიზიკური და სულიერი ტანჯვები, ტკივილები, დამახინჯებული ფიქრები და აზრები. ერთი სიტყვით გამუდმებული სტრესი და ცუდის მოლოდინი.

 

გამოსავალი: დაადგინე უტყუარი დიაგნოზი. ნუ ცდილობ სხვის ჯიბრზე კარგად ყოფნას. ნუ ეძებ მიზეზებს, ნუ ებრძვი სხვას, ებრძოლე შენში შენივე ცუდს და უარყოფითს, რომელიც განგრევს.

 

რაც არ უნდა მოიმოქმედო ვერ მოიპოვებ სიყვარულს ის თუ შენში არ ზის.

 

ვერ მოიმკი სიკეთეს, თუ მას გამიზნულად და შენი ინტერესისთვის აკეთებ.

 

ჩვენი სხეული, აზროვნება, ფიქრები, საქციელი, მოქმედება და შედეგი ჩვენს ხელშია.

 

ვერ მოიპოვებ ვერაფერს შურით, აგრესიით, ეჭვით და ბრძოლით., როგორც ვერ წაგართმევენ ცხოვრებას შურით ეჭვით და ლანძღვით.

 

ჩაიხედე წყალში და დაინახე საკუთარი მე.

თუ მიხვდები შენს შეცდომებს განიკურნები.

 

გიორგი ჯაჯანიძე

 

big_banner
არქივი