logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: განსაკუთრებულად გილოცავთ ჟურნალისტებს! ყოველთვის მიყვარდით და მეყვარებით!
- +

21 მარტი. 2017. 16:14



დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ ჟურნალისტებს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე წერს.

 

„დღეს ბევრ რამეს ერთად აღვნიშნავთ. მაგრამ, ის ამბავი გამახსენდა, დიდმა ებრაელებმა რომ თქვეს თავიანთი ვერსიები, თუ რაა უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაშიო და მოსედან დაწყებული ყველა თავისას რომ ამბობს; ერთმა თქვა, უმთავრესი სულიაო, მეორემ - კუჭიო, ქრისტემ თქვა, უმთავრესი სიყვარულიაო, ამ დროს გამოჩნდა აინშტაინი და თქვა, ეს ყველაფერი ფარდობითიაო და თითქოსდა უნდა დასრულებულიყო ეს პრიტჩა, რომ უეცრად გამოჩნდა ყველა ჩვენგანის მეგობარი მარკ ზაკერბერგი, იგივე ცუკერბერგი და დასძინა- ბატონებო, ეს ყველაფერი უმთავრესია და ძალიან საინტერესოა და ამ ყველაფრის ადგილი აქ არის, ჩემს „ფეისბუქზეო"!

 

ასეა დღევანდელი დღეც. ბევრ რამეს ვზეიმობთ დღეს და ვულოცავთ ერთმანეთს, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ყველაფერი არ დაგვავიწყდეს, შევახსენოთ ერთმანეთს და გ ა შ უ ქ დ ე ს!!!

 

ამიტომ, დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ ჟურნალისტებს! გისურვებთ, რომ თქვენი საქმიანობით რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს კმაყოფილი. მეტ პოზიტივზე დაგეწეროთ და მეტი სიყვარული და სიკეთე გაგეშუქებინოთ. ამაზე დგას ეს ქვეყანა და არ გაგიჭირდებათ.... იყავით ბედნიერები და გახარებულები! მე ყოველთვის მიყვარდით ჟურნალისტები და მეყვარებით!" - წერს კვაჭანტირაძე.




 

big_banner
არქივი