logo_geo
ანუკი არეშიძე: მადლობა ამ მშვენიერი 12 წლისთვის
- +

16 ივნისი. 2020. 11:48

 

 

 

თბილისის მერს კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წელი შეუსრულდათ.

 

წყვილის ურთიერთობა წლების წინ, მილანში დაიწყო, სადაც ანუკი ერთ-ერთ სააგენტოსთან სათანამშრომლოდ იყო მიწვეული.

 

არეშიძემ და კალაძემ გაცნობიდან მალევე იქორწინეს. კახა კალაძემ საკუთარი საცოლე ფართო საზოგადოებას პირველად კიევში წარუდგინა, სადაც საკუთარი ბუდა-ბარის გახსნაზე სწორედ ანუკისთან ერთად მივიდა.

 

ანუკის და კახას 4 ვაჟი ჰყავთ, რომლების აღზრდაშიც ორივე თანაბრად არის ჩართული.

 

ქორწინების 12 წლის თავს, ცნობილი დიზაინერი და თბილისის პირველი ლედი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოემხმაურა.

 

“ერთი წლის წინ ამ დღეს შედგა ჩვენი ქორწილი…ჩემო სიყვარულო, მადლობა ამ მშვენიერი 12 წლისთვის” – წერს დიზაინერი.

 

ანუკიმ და კახამ ქორწილი შარშან წინანდალში გადაიხადეს.

 

 

big_banner
არქივი