logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ვულოცავთ სოსო სიგუას დაბადების დღეს !
- +

16 ივნისი. 2020. 13:44

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში სოსო სიგუას დაბადების დღეს ულოცავს და  წერს:

 

„ვულოცავთ!

 

დღეს, 16 ივნისს, დაბადების დღეს აღნიშნავს სოსო სიგუა - ჩვენი მეგობარი, ცნობილი ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის ლაბორანტი (1971 - 1972), გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ რედაქტორი (1973 - 1974), ჟურნალ „განთიადის“ განყოფილების გამგე (1974-1977), გამომცემლობა „მერანის“ რედაქტორი (1978-1981), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების და სექტორის გამგე, ჟურნალისტიკის განყოფილების გამგე, ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორი (1984-1986), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ფილოლოგიის დარგის სადისერტაციო საბჭოს წევრი, თსუ კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტის მეცნიერ-ხელმძღვანელი (2000-2006), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2010-2013), გორის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2013-2015), გორის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კაბინეტის ხელმძღვანელი (2015 წლიდან), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი. თსუ ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების პროფესორი, უნივერსიტეტ „იბერიას“ პროფესორი. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. ჟურნალ-გაზეთების „კრიტიკის“, „პოლიტიკის“, „ლიტერატურა და სხვა“, „აღდგომის“, „საქართველოს სამრეკლოს“, „სამრეკლოს“, „კოლხური კოშკის“, „ბედიას“, „ენისა და კულტურის“, „საისტორიო ვერტიკალების“, „ჩვენი უნივერსიტეტის“, „ლიტერატურული ძიებანის“, „ჟურნალისტური ძიებანის“ სარედაქციო კოლეგიების წევრი. გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი (1991), „გრაალის“ მთავარი რედაქტორი (1996), გამომცემლობა „დიდოსტატის“ დამფუძნებელი და დირექტორი. არის „მწერლის გაზეთის“ მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა ეროვნული აკადემიების წევრი. საქართველოს სახელმწიფო, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, პავლე ინგოროყვას პრემიების ლაურეატი, მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პრემია „საგურამო“, არის მარტვილის საპატიო მოქალაქე.

 

ჩვენი დღევანდელი იუბილარი, სოსო სიგუა დაიბადა 1949 წლის 16 ივნისს მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახაოში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1971 წელს კი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეწევა სამეცნიერო მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 38 წიგნი ქართულ და რუსულ ენებზე, 500-მდე სამეცნიერო და პუბლიცისტურ-პოლიტიკური სტატია, არის  16 საკანდიდატო და 9 სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-ხელმძღვანელი, 80 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი,“ - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი