logo_geo
ვლადიმერ ბოჟაძე: ვინ და რამ „აიძულა“ გვარამია, დაემალა ინფორმაცია?
- +

16 ივნისი. 2020. 15:38

 

 

 

„იქნებ ახლა მაინც მივიდეს ან დაიბარონ პროკურატურაში რათა დადგინდეს მისი, ასევე უკრაინელების „დუმილისა“ და „შეუტყობინებლობის“ პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები“, - ამის შესახებ  „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი“ ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს, რადგან მათმა ეფექტიანმა მუშაობამ გადაარჩინა არა მხოლოდ ერთი ადამიანის და ჟურნალისტის სიცოცხლე, არამედ თავიდან იქნა აცილებული საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა, ქაოსი, არეულობა და დესტაბილიზაცია. თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარია ნიკა გვარამიას „შეუტყობინებლობის“ მიზეზი (რაც სისხლის სამართლის დანაშაულია), ვინ და რამ „აიძულა“, დაემალა ინფორმაცია ასეთი მძიმე დანაშაულის შესახებ, თან როცა გიორგი გაბუნიაზე, მის მეგობარსა და კოლეგაზეა საუბარი. იქნებ ახლა მაინც მივიდეს ან დაიბარონ პროკურატურაში, რათა დადგინდეს მისი, ასევე უკრაინელების „დუმილისა“ და „შეუტყობინებლობის“ პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

 

big_banner
არქივი