logo_geo
ფრანგული მედიაჯგუფი „Altice“ 1600 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს
- +

18 ივნისი. 2020. 02:26

 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე პანდემიის შემდგომ ვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ფინანსური ზარალის გამო იძულებულია სამსახურიდან 1600 თანამშრომელი გაათავისუფლოს.

 

ფრანგული მედიაჯგუფი Altice რომლის მფლობელობაშიც რამოდენიმე მსხვილი ფრანგული გამოცემა, ასევე ტელეკომპანია BFMTV და რადიო RMC შედიან 1600 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს, კორონავრუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო.

მარტო ტელეკომპანია BFMTV და რადიო RMC-ში 380 ჟურნალისტის შემცირება იგეგმება - წერს საინფორმაციო სააგენტო AFP“- ავრცელებს გიორგი ფოფხაძე.

 

 

big_banner
არქივი