logo_geo
ლიკა გამრეკელი: ჩემს ბრძოლაზე იმიტომ ღლიცინებთ, რომ ნაცების დუბინკის კორიდორში არ გაგივლიათ
- +

18 ივნისი. 2020. 13:12

 

 

 

სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს:

 

“ყველას გვახსოვს!!!

 

მეცინება, რომ მეუბნებიან დაანებე თავი ნაცებს, რა გინდა იცხოვრე შენი ცხოვრებით, ღლიცინებენ იმაზე, რაც თავის თავზე არ გადაუტანიათ და აუტანიათო.

 

იღლიცინეთ მოღლიცინენო!

 

მე კიდე ეს ბიჭები მეამაყებიან!

 

მეროს ემოციები კი ვისაც გიკვირთ ეს იმიტომ რომ ნაცების დუბინკის კორიდორში არ გაგივლიათ, სველი ტილო გადაფარებულზე არ ურტყიათ თქვენთვის, მეგობრები ყოველ დღე ტყე-ტყე კბილებჩალეწილები არ გიძებნიათ, ყოველ დღე სამ-სამ სასამართლოზე არ გივლიათ. თქვენ მშვიდად იჯექით და ამ ბიჭებს სახლში უვარდებოდნენ. საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას კი არა, ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ!

 

ხოდა აქვე პასუხი ცინიკურ მორალის კითხვაზე, რომ შევეშვა ნაცებს…

 

მე რომ ჩემს წილ ქვეყანას ვიცავდი, შენ სად იყავი? ხო შენ, ჩემს ბრძოლაზე რომ ღლიცინებ, დღეს შეკრებითობით რომ არ ხეხავ ციხეს, იქნებ დაფიქრდე რატომ?

 

იქნებ ვიღაცამ შენი თავისუფლება ზურგით ათრია!” - წერს ლიკა გამრეკელი.

big_banner
არქივი