logo_geo
რატი ბრეგაძე: თბილისში ლევილის სანაპიროც გვექნება...
- +

21 მარტი. 2017. 21:45


 

„დიასპორასთან დაკავშირებული კიდევ ერთი კარგი და სასიხარულო ამბავი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას და ისნის რაიონში მარცხენა სანაპიროს მიანიჭა ლევილის სახელი. გილოცავთ ყველას, ლევილი გასული წლიდან საქართველოს საკუთრებაა, ახლა კი თბილისში ლევილის სანაპიროც გვექნება, რაც სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის ღვაწლის სათანადოდ დაფასებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია", - წერს ბრეგაძე.


 

big_banner
არქივი