logo_geo
ზურაბ ქადაგიძე: მალე ალბათ მეთიუ ბრაიზა გამოვა და საქართველოში დემოკრატიის ზღვარს რურუას უდანაშაულობაზე გაატარებს
- +

18 ივნისი. 2020. 23:36

 

 

ზურაბ ქადაგიძე კონგრესმენის განცხადებას აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია.

 

 

„მაიკლ კარპენტერის განცხადებით უნდა განთავისუფლდეს ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა. ალბათ მალე მეთიუ ბრაიზა გამოვა და საქართველოში დემოკრატიის ზღვარს რურუას უდანაშაულობაზე გაატარებს.

რკინის ლოგიკაა-მართლმსაჯულება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისაგან, მაგრამ ამ ერთხელ დაუშვას გამონაკლისი მეგობარმა საქართველომ და პოლიტიკური მოტივით გაანთავისუფლოს სისხლის სამართალში ბრალდებული პატიმარი.-"საერთაშორისო თანამეგობრობის ჯგუფის უფროსის მეორე მოადგილის ყოფილი თანაშემწის მდივნის განცხადება"

გილოცავთ სააკაშვილის იდეა ოპოზიციამ გაითვალისწინა და ერთიან სიაზე შეთანხმდნენ. სიის პირველი ნომერი გიორგი(ჟორიკა) რურუა იქნება“

 

 

big_banner
არქივი