logo_geo
გოგა ჩანადირი: წმინდა ნინოს ტაძრის სამალავში ჯვარცმა აღმოაჩინეს
- +

23 ივნისი. 2020. 16:10

 

 

მესხეთის სოფელ უდეში მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში იშვიათი ჯვარცმა აღმოაჩინეს.

 

ინფორმაცია ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

 

“მესხეთში, სოფელი უდეში წმინდა ნინოს ტაძარია. მისი ისტორია მე-6 საუკუნიდან იწყება. ბაზილიკის სამხრეთ კედელზე 5-ჯვრიანი დროშის ბარელიეფს ნახავთ. მან ეროვნულ სიმბოლიკაზე მომუშავე კომისიის წევრებს 21-ე საუკუნის დასაწყისში განუმტკიცა მოსაზრება, საქართველოში 5-ჯვრიანი დროშის შესახებ.

 

აღდგენის დროს ტაძარში სამალავი აღმოაჩინეს, სადაც ბრინჯაოსგან დამზადებული ჯვრაცმა ნახეს, რომელზეც იესო კვართით იყო გამოსახული. ეს საკმაოდ იშვიათი ჯვარცმაა და როგორც წესი, ქართველები ატარებდნენ იმის ნიშნად, რომ იესოს კვართი საქართველოშია,“ - წერს გოგა ჩანადირი.

 

 

 

 

big_banner
არქივი