logo_geo
„წერეთელი - „კაი თბილისელი“, ნადირაშვილი - მებრძოლი ჟურნალისტი, კახიძე - ემოციური ახალგაზრდა...“
- +

22 მარტი. 2017. 01:03


 

„ევროპული საქართველოს წევრებს მინდა შევეხო და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ არც ისე უარყოფით კონტექსტში", - ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს.


„მათი ლიდერით გიგი უგულავათი დავიწყებ, ცალკედ აღებული ნამდვილად არაა უარყოფითი ადამიანი კი გაფლანგა კორუფციულად მილიონები, მაგრამ სულ ჯიბეში ხომ არ გაუქანებია, ათასობით "ნაც კორდინატორს" უნაწილებდა ამ თანხას. თან ძირითადად მარტოხელა და გაბოროტებულ ქალბატონებს, ნუ ახლა თავისთვისაც თუ იტოვებდა რამეს იმ ქალბატონების მადლითა და ლოცვა კურთხევით კი ეკუთვნოდა ეტყობა, არც მეორე გიგია უარყოფითი ფიგურა. „კაი თბილისელ" გიგიზე ვიძახი, წერეთელზე, კაი მოქეიფე მხიარული, იუმორის გრძნობითა და განათლებით, კაი ოჯახიდან. რა ქნას ეხლა დაბადებიდან თუ და სულ მმართველ კომკავშირულ რგოლებშია. სამაგიეროდ არსად გვსმენია გიგი წერეთელი პატიმრებს აწამებდაო, ან ირმა ნადირაშვილი ავიღოთ, შევარდნაძის რეჟიმთან თვალებანთებული მებრძოლი ჟურნალისტი პატარა გოგონა, მერე რა რომ მერე უარეს რეჟიმს ემსახურა? ეხლა ხომ გმობს და კაცის კვლასა, თან შეცდომებს ეძახის. ან სერგო რატიანი, ლექტორი ასობით სტუდენტის აღმზრდელი ბუნებით რომანტიკოსი, პროდასავლური ღირებულებების გამზიარებელი, კიდევ ექნება რამე დადებითი თვისებები უბრალოდ მე არ ვიცი. ოთო კახიძე ეს ენერგიული და ემოციური ახალგაზდა, ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული, მისთვის სიკვდილ სიცოცხლის საქმედ იქცა ვანო მერაბიშვილის კამერიდან უკანონოდ გაყვანა და დამნაშავეების არ დასჯა... კიდევ კარგი ის კადრები არ აქვს ნანახი ვანო რას უშვებოდა ხალხს თორე დარწმუნებული ვარ მისი სათუთი გული ვერ გადაიტანდა... ხო მთავარი არ მითქვამს ეს ის პარტიაა, რომელიც ღიად და დაუფარავად დაუპირისპირდა ბათუმურ ვანდალიზმს...

P.S. მიშხუილასთან დარჩენილებს ვაგულიანებ თორე ამათი დედაც...", - წერს თოფურია. 


 

big_banner
არქივი