logo_geo
პეტრე კოლხი: სხვისი განადგურება კი არა, ჭიანჭველაზე შემთხვევით დაბიჯებაც მოგვეკითხება!
- +

22 ივნისი. 2020. 23:08

 

 

მამა პეტრე კოლხი საზოგადოებას შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს და გახშირებული მკვლელობების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

ე.წ. ქუჩური გარჩევები, ,,ძველი ბიჭობის" ინსტიტუტი, ჯგუფებად დაყოფილი საზოგადება, კლანებს შორის დაპირისპირება, მახინჯი, დეგრადირებული, დაკომპლექსებული, გონებრივად შეზღუდული, ფსკერზე ჩარჩენილი ადამიანების დამსახურებაა. ამ რეალობად ქცეულ მარაზმატიკას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ვინც სხვაზე ფიზიკურად ძალადობს, ყველაზე სუსტი და დაუცველია. ძლიერს არ სჭირდება ძალების დემონსტრირება, ის ისედაც გავლენიანია.

საკუთარ ბოღმაში და უსუსურობაში გამოკეტილს, რომელიც შურისგან სადაცაა გასკდება, უჭირს სხვისი უპირატესობა აღიაროს და ,,საუკეთესო" გამოსავლად ადამიანის ლიკვიდაციას მიიჩნევს.

სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებს...

სხვისი განადგურება კი არა, ჭიანჭველაზე შემთხვევით დაბიჯებაც მოგვეკითხება!..

 

big_banner
არქივი