logo_geo
ქეთი ლობჟანიძე: უკადრებელი მართლა აღარაფერი დარჩათ! თან „მთავარი არხი" რომ დაირქვეს!..
- +

24 ივნისი. 2020. 00:15

 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება.

 

ამ ნეობოლშევიკური პროპაგანდისტების უკადრებელი მართლა აღარაფერი დარჩა და მეცოდება მათი მაყურებელი, როგორ უძლებს?! მაღალი სიკვდილიანობა არ გვქონდა ამათ გასახარად, თითი რომ ექნიათ ნიშნისმოგებით და ახლა ეს მოიფიქრეს ხალხის გადასარევად. თან "მთავარი არხი" რომ დაირქვეს!..

 

"მახსენდება კონცეფცია, რომელსაც ჰიტლერსა და ჰებელსს მიაწერენ – „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“, მაგრამ ვფიქრობ, თვით ჰიტლერისა და ჰებელსის ფანტაზია ასე შორს ვერ წავიდოდა," თენგიზ ცერცვაძე!“- წერს ლობჟანიძე.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  20 ივნისს, „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ COVID-19-ის მიზეზით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ტელეკომპანია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=126541

 

 

big_banner
არქივი