logo_geo
ბაია პატარია: საქვეყნოდ გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფია, მუსიკებიც კი ჩაგვირთეთ შესაბამისი! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები?!
- +

24 ივნისი. 2020. 20:40

 

 

 

გუშინ გვიან ვნახე ბავშვთა პორნოგრაფიაზე მთავარი არხი • Mtavari Arkhiსიუჟეტი. რაც ვნახე, იმას იმდენად არ მოველოდი, რომ ენა ჩამივარდა. ვერც კი გავბრაზდი, უმწეოდ ვიგრძენი თავი” – ამის შესახებ უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია წერს.

 

საქვეყნოდ გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას, მუსიკებიც კი ჩაგვირთეთ შესაბამისი და თავზე დაგვაფარეთ ბავშვების …  ერთადერთი კითხვა მაქვს – რატომ? რა დაგიშავეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც ამოიცნეს საკუთარი თავი და შესაძლოა ერთმანეთიც, და შესაძლოა, მათმა ახლობლემაც ამოიცნეს ისინი? რა დაგიშავეთ ჩვენ, რომ მუსიკალური გაფორმებით გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას?

 

რატომ გააბედნიერეთ პედოფილები, რომელთაც სასწაული მასალა მიართვით უფასოდ და უპრობლემოდ, ნუ, ოდნავ გაფუჭებული რეზოლუციით, მაგრამ მაგას როგორმე გადაიტანენ. რატომ? რაააატოოოოომ??????????? ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში! გამეცით პასუხი კითხვაზე – რატომ?” – წერს ბაია პატარაია.

 

„მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია ტელევიზიით გასულ სიუჟეტზე ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას.

 

big_banner
არქივი