logo_geo
მამა ნექტარიოს მჭედლიძე: გუშინ ეს ახალგაზრდა ბიჭი მივიყვანე ესპანეთში, ჩვენს საკონსულოში, კონსულმა უწოდა მაწანწალა, მათხოვარი...
- +

27 ივნისი. 2020. 22:48

 

 

მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო წერილს აქვეყნებს.

 

გუშინ ეს ახალგაზრდა ბიჭი მივიყვანე ესპანეთში, ჩვენს საკონსულოში, რომელიც ქუჩაში ათენებდა და საოცრება, ქეთევან გოგლაშვილი რომელიც კონსულია, აყენებს შეურაცხყოფას ამ ბიჭს- უწოდებს ზუსტად ამ სიტყვებს, რომლებიც უსმენდნენ სხვა ქართველებიც საკონსულოში- "მაწანწალა, შეურაცხადი, მათხოვარი და უამრავი შეურაწმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და ამისამართებდა ესპანეთში მოღვაწე სასულიერო პირთან მამა ლუკასთან დასახმარებლად.

ამ ქეთინოს შემოსავალი თვეში 5000 ევროა და რისთვის, რომ მათხოვრები გვიწოდოს? ეს მართლა სულით მათხოვარი“- წერს მჭედლიძე.

 

 

big_banner
არქივი