logo_geo
რაია ჯანხოთელი: მშიშარა და ლაჩარი ვერასდროს გახდება თავისუფალი...
- +

28 ივნისი. 2020. 20:28

 

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი რაია ჯანღოთელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„90-ნი წლები იყო. ორი აკვანი მედგა სახლში, თორნიკე და გია სოფელში იყვნენ. ზამთარი იდგა. თბილისში თოვდა.

 

პირველ სართულზე ვცხოვრობდით, ყოველი ავტომატის გასროლაზე, იატაკზე ვწვებოდით, ბრმა ტყვიას სახლში არ შემოეღწია. გასროლილი და მოზომილი გინახავთ სადმე?

 

ღამის 3-4 საათი იქნებოდა, ეზოდან ხმაური მომესმა. გავიხედე ფანჯარაში და ორი ახალგაზრდა ბიჭი გამეტებით ჩხუბობდა, მუშტი კრივი და ხელჩართული ბრძოლა იყო. არც დავფიქრებულვარ, კარებისკენ გავეშურე, თამო თვეების მყავდა, მშვიდად ეძინა. ქრისტინემ შეიღვიძა ჩემს მოძრაობაზე, ტირილი დაიწყო. კარებიდან მოვბრუნდი, ქრისტინე სწრაფად ავიყვანე ხელში, გარეთ გავედი, ბავშვი შიშველი ფეხებით, ცალ ხელში მუთაქასავით ამოვიდე და ცალი ხელით ბიჭებს ვაშველებდი. ვაფიცებდი, ვემუდარებოდი შეჩერებულიყვნენ. ასეც მოხდა....

 

მეორე დღეს, კარებზე დააკაკუნეს, გავაღე კარი და ეს ორივე ბიჭი დამნაშავეებივით მორიდებულად, თავჩაღუნული იდგა კარებთან. შემოვიდნენ და ბოდიშები და დიდი მადლობები მომიხადეს... მეგობრები იყვნენ, ზედმეტმა ალკოჰოლმა იმოქმედა...

 

რატომ გავიხსენე!

 

სასოწარკვეთილი ვხედავ ეს დღეები უტიფარ კომენტარებს ახალგაზრდა, 19 წლის ანგელოზის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, არადა, სამეგობრო წრეში ყველამ გაწირა... გაიმეტეს და მოკლეს და თურმე ამ ყველაფერში მშობლის პასუხისმგელობაც არაფერი ყოფილა, თუნდაც ის, რომ შვილი, ახალგაზრდა “პატარა”  გოგო, როცა ქალაქ გარეთ იხდის 50 კაციან დაბადების დღეს ( ნუ ბილეთების გაყიდვას უკომენტაროდ დავტოვებ) და არ დაინტერესდები ერთი ზარით მაინც გადაამოწმო და იკითხო თუნდაც “ ხომ ყველაფერი კარგადაა დეე“.

 

როგორ ეძინათ იმ ღამეს მის “მეგობრებს”, როგორ დუმდნენ 3-4 დღე, როდესაც მთელი საქართველო ამ ანგელოზს ეძებდა. როგორ იყვნენ მშვიდად...

 

ერთი მაინც როგორ ვერ გამოჩნდა, რომ  ხმა ამოეღო....

 

და ჩვენს თაობას ეძახიან ბნელებს.

 

ჩვენს თაობას გვიყიჟინებენ, რომ თურმე მონობაში გავიზარდეთ...

 

რომ ახალ თაობას თავისუფლება უნდა და ისწრაფვის მისკენ. და  რა მოუტანა ამ გაუკუღმართებულად გაგებულმა თავისუფლებამ, კი გვაქვს სახეზე...

 

ამათი თავისუფლებაა მაზოხიზმი და სრული უპასუხისმგებლობა, საკუთარი თავისა და სხვათა მიმართ.

 

ამათი თავისუფლებაა უზნეობა, ღალატი, სილაჩრე, გაუტანლობა და შიში.

 

მშიშარა და ლაჩარი ვერასდროს გახდება თავისუფალი...

 

და იქნებ განმანათლოთ და ამიხსნათ, მშობლის როლი ამ ყველაფერში...

 

მე კი ვფიქრობ, რომ მშობელია დამნაშავე, როდესაც ხელს აფარებს შვილს და ამით თანამონაწილე ხდება ყველა მისი ქმედების.

 

მშობელია დამნაშავე, როდესაც 18 (თუნდაც 22 და მეტი) წლის შვილი ზრდასრული კაცი ჰგონია...

 

დიახ, მშობლის უპასუხისმგებლობა, ლოიალური დამოკიდებულება და არაჯანსაღი მიდგომა აღზრდის პროცესში დიდ გავლენას ახდენს შვილზე და ასე, ამ ფორმით იღებენ მისთვის მოპოვებულ და სასურველ “თავისუფალებას”.

 

ეს თავისუფლება არაა!

 

ეს სიცოცხლეში აშენებული ჯოჯოხეთია !!!“ - წერს რაია ჯანხოთელი.

 

 

 

big_banner
არქივი