logo_geo
ირინა იოსებაშვილი: ოთხი წლის დავტოვე, არასოდეს უთხოვია ტელეფონი მეყიდა ...
- +

29 ივნისი. 2020. 02:48

 

 

 

ემიგრანტი დედა, ირინა იოსებაშვილი საკუთარ შვილზე გვიყვება – იმ ბიჭზე, ათი წლის წინ რომ დატოვა საქართველოში, წითელი ლოყებით და ცრემლიანი თვალებით. ბიჭზე, რომელმაც ზუსტად იცის ემიგრანტის შრომის ფასი და არც თავად ეთაკილება მუშაობა.

 

“სულ რაღაც ოთხი წლის იყო, როცა დავტოვე. პატარა… წითელი ლოყებით.

 

როდესაც ავტობუსში ავდიოდი, ბოლოჯერ მოვიხედე უკან… ვხედავდი, როგორ ტიროდა.

 

– დედა მინდა!

 

-დედა მინდა!

 

საერთოდ გავითიშე და მორჩა..

 

ვუყურებდი ეკრანიდან როგორ იზრდებოდა..

 

წლებმა წლები შეცვალა.

 

დროც გავიდა.

 

დღეს უკვე 14 წლისაა..

 

- რა გინდა გამოხვიდეთქო, რომ ვკითხე, ადამიანი მინდა ვიყო, დე  და რა მნიშვნელობა აქვს პროფესიასო..

 

არასოდეს უთხოვია ჩემთვის ტელეფონი მეყიდა..

 

ეს მე მინდოდა და შარშან ვუყიდე.

 

სად მცალია ტელეფონისთვისო, მეტყვის კაცივით.

 

ახლა რატომ ვწერ ამას.

 

არ მიფიქრია ქალაქში მეყიდა ბინა. რადგან იქ, სადაც სიცოცხლე ,,ყივის,, კარი არ უნდა დაკეტო ადამიანმა.

 

ჰოდა 14 წლის ბიჭი უვლის სოფელს.

 

ალამაზებს და უხარია, რომ ეს მისი ხელიდან კეთდება.

 

უბრალოდ ვხედავ მშობლებს, როგორ იბრძვიან მათი შვილები ქალაქში წავიდნენ, კეტავენ იმ ფუძეს, სადაც დაიბადნენ.

 

-მერე? !

 

მერე ფარჩაკდება, ინგრევა, მამა-პაპის დანატოვარი და რჩება ნანგრევები, რომელშიც სამწუხაროდ მხოლოდ ჩიტები იდებენ ბუდეს.

 

ასწავლეთ შვილებს იმ სახლის სიყვარული, სადაც დატოვეთ.

 

ევროპა არ ნიშნავს იმას, რომ ისე გავაყოყოჩოთ შვილები, შრომის ფასი არ იცოდნენ.

 

- ჰო ნამდვილად. !!!

 

რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას?!

 

მთავარია ადამიანი იყო.

 

მიხარია, რომ საქართველოში იზრდებიან ახალგაზრდები, ვინც ემიგრანტ დედებს ადამიანებად გველოდებიან და იციან ჩვენი შრომის ფასი…” - წერს ირინა იოსებაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი