logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ნაცსექტის კადავერინი რომან გოცირიძე ჩემზე ლაპარაკობს...
- +

29 ივნისი. 2020. 23:27

მედია კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ნაცსექტის კადავერინი რომან გოცირიძე ჩემზე ლაპარაკობს.

თან ისე აიხლართა, რომ წამყვანს მიმართა, - კითხვა შემახსენეთო.

 

უფრო მეტიც, თქვა:

ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, მაგრამ პარლამენტში ამ ერთხელაც მივალთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ბონდო არ აირჩიონო!

 

გახსოვთ, ალბათ:

მკვლელების ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, - არ ჩავარდესო!

 

ცვლილებას მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა. ანუ ამ მკვლელების ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშეც მიიღებდა პარლამენტი ამ ცვლილებას პირველი მოსმენით!

 

ნაცსექტანტები საკონსტიტუციო ცვლილების მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრას არ დასწრებიან!

 

არც 100-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და მათი კენჭისყრა აინტერესებთ მკვლელი ხელისუფლების ნარჩენებს!

 

ახლა მეორედ მივლენ, რადგან სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ბონდო მძინარაშვილია!

 

ეს ისტორიული მომენტია!

ჩემ წინააღმდეგ მთელი ნაცსექტა გაერთიანდა თავისი სატელიტი არასამთავრობოების შლეიფით!

 

დიდი მადლობა ჩემი თვითშეფასების ამაღლებისთვის!

 

რას გადაწყვეტს პარლამენტი, რამდენიმე დღეში გამოჩნდება!

 

ნაცსექტანტები კვლავაც ცდილობენ, ქვეყანამ მათი დღის წესრიგით იცხოვროს; ცდილობენ იმის მიუხედავად, რომ ხალხმა პანღურით გააგდო ხელისუფლებიდან!

 

არ გაგივათ!

ხალხს ძალიან კარგად ახსოვს თქვენი სისხლიანი მმართველობის წლები!

 

ოქტომბერში საბოლოოდ დასრულდებით!

დიახ, ქვეყნის მტრების ადგილი არ არის პარლამენტში!“- წერს მძინარაშვილი.

big_banner
არქივი