logo_geo
გიორგი გასვიანი: თქვენ დაბალი კოეფიციენტი გაქვთ საჯაროდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის!..
- +

30 ივნისი. 2020. 01:57

 

 

მსახიობი, ტელეწამვანი გიორგი გასვიანი პროდიუსერი ნოე სულაბერიძის განცხადების გამო, საზოგადოების ნაწილის „დაცინვებს“ სოციალურ ქსელშივე პასუხობს.

 

გასვიანის თქმით, სულაბერიძის განცხადება იმის შესახებ, რომ 21 წლამდე ასაკის პირებზე წვეულებებისთვის კერძო საკუთრებების მიქირავება გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, სრულიად მისაღებია.

 

"მთრეველებს"..

თქვენ დაბალი კოეფიციენტი გაქვთ საჯაროდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის!.. მხოლოდ მასობრივ "თრევაში" თუ მიიღებთ მონაწილეობას კლავიატურაზე წკაპუნით.. მე ვეთანხმები ნოეს იმაში, რომ 21 წლამდე ასაკის ადამიანისთვის ისევე, როგორც აშშ-ში, რეგულაციების გადახედვა არ გვაწყენდა! ახლა "გვათრიეთ" ერთად.. ამით რაიმე არ დაგვაკლოთ!

თქვენ ძალიან ნატრობთ მათ ადგილს, ვისაც "ათრევთ", მაგრამ თქვენ ამის პერსპექტივა არ გაგაჩნიათ და არავინ არასოდეს "გათრევთ"..“- წერს გასვიანი.

 

 

big_banner
არქივი